გაკვეთილის გეგმები



                             გაკვეთილის  გეგმა  მათემატიკაში

გაკვეთილის თემა  
                                       გამყოფები და ჯერადები
საგნობრივი სფერო  
                               მათემატიკა
სამიზნე ჯგუფი    
                                        მე-5 კლასი
მიზანი:
                 გაიგებენ ორი ან მეტი რიცხვის გამყოფებს და ჯერადებს.გააკეთებენ მსგავსებას და   განსხვავებას მათ შორის.

მისაღწევი  შედეგი
                 მოსწავლე ჩამოთვლის რიცხვის გამყოფებს და ჯერადებს. აყალიბებს წესებს და მოყავს მაგალითები.

დროის მენეჯმენტი
·         დასწრების შემოწმება-2 წთ.
·         საშინაო დავალების შემოწმება ფრონტალურად- 3 წთ.
 გაკვეთილის გეგმა ეწერება დაფაზე და რჩება ის გაკვეთილის ბოლომდე.
·         კითხვებით გაკვეთილის თემის ახსნა :-7 წთ.
 ბავშვებო სულ რამდენი ხართ კლასში?
თანაბარ ჯგუფებად როგორ დავყოთ კლასი?
თითოეულ ჯგუფში რამდენი მოსწავლე იქნება?
კიდევ სხვანაირად შეიძლება თუ არა კლასის დაყოფა?                                    
·         ჩაწერენ 3,4,5,6....რიცხვის ჯერადებს და გამყოფებს- 3 წთ.
·         ჯგუფური მუშაობისთვის ვყოფ კლასს ჯგუფებად და ვაძლევ თითოეულ   ჯგუფს თავისი დონის  შესაფერის დავალებას-5 წთ.
·         ვაკეთებთ პრეზენტაციას - 6 წთ.
·         ვაკეთებთ  რამოდენიმე სავარჯიშოს სახელმძღვანელოდან-10 წთ.
სავარჯიშოების გარჩევისას მოსწავლეები იწაფებიან რიცხვის გამყოფისა და ჯერადების პოვნაში           
·         შეჯამება: მოსწავლეებს გაკვეთილის ბოლოსვთხოვ გაიხსენონ თუ რა ისწავლეს მათ ამ გაკვეთილზე, დადაასახელონ რამოდენიმე რიცხვის გამყოფები და ჯერადები-4 წთ.
·         ვაძლევ საშინაო დავალებას და  ახსნა-განმარტებებს, თუ როგორ და რას მიაქციონ ყურადღება-2 წთ.
·         გაკვეთილის ბოლოს ვსფასებ მოსწავლეებს  კომენტარებით და რუბრიკებით- 2 წთ.
                                                                                          
მასალები:
  • საელმძღვანელო გვ.56
  • გამყოფების და ჯერადების ცხრილი
მეთოდები:
  • ინდივიდუალური, ჯგუფური, დისკუსია, თვითშეფასება
ხელსაწყოები:
  • დაფა, ცარცი
  • კომპიუტერი ინტერნეტით და პრინტერით.
  • სახელმძღვანელო,რვეული,კალამი
შეფასების სქემა
კომპონენტები
დაბალი
1-2
საშუალოზე დაბალი
3-4
საშუალო
5-6
საშუალოზე მაღალი
7-8
მაღალი
9-10
ჩართულობა

 არ მონაწილეობს გაკვეთილის პროცესში
 მონაწილეობს ნაწილობრივ
 ზოგჯერ
 ვერ ერკვევა ღრმად თემაში
  ჩართულია გაკვ.პროცესში და სხვასაც ეხმარება
 საშინაო დავალება
 არ ასრულებს
 არა აქვს დაცული არანაირი ნირმები
 აქვს ფორმულაში ხარვეზები
 სრულყოფილად არა აქვს შესრულებული
 შესრულებულია სრულყოფილად
 შემაჯამებელი
 თემის აზრზე არ არის
 დაშვებული აქვს შეცდომები
 აკლია არგუმენტირება
 უმნიშვნელო ხარვეზებით
 გადმოცემული აქვს სრულყოფილად
 ისტ_ ის გამოყენება
 ვერ ფლობს
 უჭირს მეშაობა
 სჭირდება დახმარება
 ფლობს ხარვეზებით
 კარგად ფლობს










პროექტ-გაკვეთილის თემა
ღერძული სიმეტრია, პარალელური გადატანა მათემატიკა და  ხელოვნებაში

სწავლების  საფეხური, კლასი

საბაზო, VII კლასი

ინტეგრირებული  საგნები

მათემატიკა,                 ხელოვნება,           

ისტორია.

მაწავლებლების სახელი, გვარი
ნინო ჯავახიშვილი            ია გაზაშვილი          
  
თამარ შუშიაშვილი

მოსწავლეთა პროფილი

30

განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონემო სწავლეთა რაოდენობა


არ არის





გაკვეთილის მიზნები
( საგნების მიხედვით)
მათემატიკა:      მოსწავლეს განვუმტკიცოთ განვლილი მასალის ცოდნა. შეძლოს ცენტრული და ღერძული სიმეტრიების განსაზღვრა/დახასიათება/ერთმანეთისგან განსხვავება, გეომეტრიულიგარდაქმნების (ღერძული და ცენტრული სიმეტრიები) სიბრტყეზეშესრულება. კოორდინატების გამოყენება გეომეტრიულიგარდაქმნების (ღერძული და ცენტრული სიმეტრიები) შესრულებისადა გამოსახვისათვის.
ხელოვნება:       მოსწავლე გაეცნოს ქართულ არქიტექტურაში; მხატვრობაში გამოყენებულ ხელოვნების ნიმუშებს. გამოუმუშავდეთ ხელოვნების ნიმუშის კვლევის უნარ-ჩვევა.
ისტორია:        მოსწავლე მოძიებული მასალის საშუალებით გაეცნობა/შეადარებს არქიტექტურის, მხატვრობის უმთავრეს ნიმუშებს.
(სამება, სიონი, ქაშვეთი, თსუ და სხვა)

..:     მოსწავლემ შეძლოს მოძიება, მომზადება,პრეზენტაცია ისტ ის საშუალებით


    შედეგები
მოსწავლეები მოიძიებენ მასალას სამება, ქაშვეთი, სიონი, თსუ- შესახებ. ადგილზე გაეცნობიან/შეადარებენ ერთმანეთს არქიტექტურის, მხატვრობის უმთავრეს ნიმუშებს, გაეცნობიან: ღერძული სიმეტრიის და პარალელური გადატანის გამოყენებას არქიტექტურასა და მხატვრობაში და სხვა სფეროში.
გამოიტანენ დასკვნას ამ სიმეტრიების კომპოზიციით მიღებულ შედეგებზე(ორჯერ ღერძული სიმეტრია არის პარალელური გადატანა).












ეროვნული სასწავლო
გეგმით
განსაზღვრული
მისაღწევი შედეგები
და ინდიკატორები

მათ. VII . 11. ახდენს გეომეტრიულ გარდაქმნებს და იყენებს მათ გეომეტრიული თვისებების დასადგენად.
გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებს სიმეტრიულ ობიექტებს. უთითებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს. ახდენს სიმეტრიულობის დემონსტრირებას; იყენებს სიმეტრიის თვისებებს სიმეტრიის სახის დასადგენად.
მათ. VII . 12. იყენებს კოორდინატების მეთოდს ორიენტაციისათვის
ასახელებს საკოორდინატო ღერძების მიმართ მოცემული წერტილის ღერძულად სიმეტრიული , პარალელური გადატანით მიღებული წერტილის კოორდინატებს.
. .  VII . 11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს; ასახელებს სხვადასხვა კულტურის ერთი დანიშნულების არქიტექტურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
. .  VII . 13. მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს
მსჯელობს მატერიალური კულტურის ძეგლებზე, რომლებიც უნახავს.
ისტ. VII . 10. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე
სახელმძღვანელოში არსებული და დამატებითი მოძიებული მასალის საშუალებით ადარებს არქიტექტურის, მხატვრობის უმთავრეს ნიმუშებს.
ისტ. VII.2 მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე
..: კომუნიკაცია ტექნოლოგიური საშუალებებით
იყენებს განსხვავებულ ფორმატს მის მიერ შეჯამებულიინფორმაციის გადმოსაცემად
..: კვლევის ტექნოლოგიური საშუალებები
იყენებს ისტ ის საშუალებებს ( მაგ. საძიებო სისტემა )ინფორმაციის მიღების, მოპოვების, გაცვლის მიზნით; მათიშემდგომი შეფასების და ანალიზისთვის;
ამზადებს ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში




რესურსები
თბილისის სქემატური რუკა,სიმეტრიული და ასიმეტრიული ფიგურების(შენობების, ჩუქურთმების, ორნამენტების, ნახატები) სურათები; შესავსები სქემა-ფორმატზე.
ოთხი ჯგუფის მიერ მომზადებული საპრეზენტაციო მასალა(სლაიდ-შოუ)
სახელმძღვანელო , ფურცლები, მარკერები;
კომპიუტერი , პროექტორი. პროგრამა geogebra


      
        აუცილებელი         წინაცოდნა
კომპიუტერული პროგრამები: geogebra, PowerPoint, საკოორდინატო ღერძებზე წერტილის აგება. აგებული წერტილის კოორდინატების დასახელება. პარალელური გადატანა, ღერძული სიმეტრია. ჯგუფების მიერ მოძიებული /დამუშავებული მასალა აღნიშნულ თემაზე.















გაკვეთილის
სტრუქტურული
ერთეულები
A ფაზა მოლოდინის განსაზღვრა / გამოწვევა
აქტივობა I მისალმება / ორგანიზება / 2 წთ /
აქტივობა II მიზნების და შეფასების კრიტერიუმებისგაცნობა / 2 წთ /
აქტივობა III
)კითხვების დასმა პარალელური გადატანის და ღერძული სიმეტრიის შესახებ. )მოახდინონ ამავე გარდაქმნების კლასიფიკაცია ეკრანზე მოცემული სურათების მიხედვით. (შეადგინონ ასოციაციური რუკა-დაფაზე)     / 6 წთ /
თბილისის რუკაზე აჩვენონ მარშრუტი იმ არქიტექტურის შედევრებისა, რაც მოინახულეს.
B ფაზა ცოდნის კონსტრუირება
შინაარსის რეალიზება
აქტივობა IV  მასწავლებლის მიერ ჯგუფების წარდგენა. მათ მიერ შესასრულებელი დავალების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.
/ 2 წთ /
(შენიშვნა: კლასი დაყოფილია ოთხ ჯგუფად, ისე, რომყოველ ჯგუფში აზროვნების თანაბარი დონეა.
აქტივობა V
1 ჯგუფის პრეზენტაცია
(თემა-პარალელური გადატანა)  / 4 წთ /
2 ჯგუფის პრეზენტაცია
(თემა-ღერძული სიმეტრია)      / 4 წთ /
3 გჯუფი
(თემა-სიმეტრია არქიტექტურაში)  / 4 წთ /
4 ჯგუფი
(სიმეტრია მხატვრობაში)      / 4 წთ /
შენიშვნა : ყოველი პრეზენტაციის შემდეგ გაიმართებაკითხვა-პასუხი მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. ისტორიის, ხელოვნების და მათემატიკის მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსვავენ სლაიდებზე დატანილი ინფორმაციის შესაბამის კითხვებს და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას ამა,თუ იმ საკითხის შესახებ უფრო სრულოფილად გადმოსცემენ.
აქტივობა VI
პროგრამა გეოგებრაში ღერძული სიმეტრიის და პარალელური გადატანის პრეზენტაცია მოსწავლის მიერ.
/ 2 წთ. /
აქტივობაVII
ბავშვებს წყვილებში შესასრულებლად მიეცემათ ორი განსხვავებული ტიპის ამოცანა სახელმძღვანელოდან. (ორ ჯგუფს ერთნაირი ამოცანა)
ორ ბავშვს იგივე ამოცანა მიეცემათ პროგრამა გეოგებრაში შესასრულებლად.

ამოცანების ამოხსნის განხილვა-დაფაზე წინასწარ გამზადებული ცხრილის შევსება ამოცანების პასუხების მიხედვით.
გეოგებრაშიაგებული ნახაზების მიხედვით ამოხსნის სისწორის შემოწმება.
მოსწავლეები გააკეთებენ ცხრილის ანალიზს და ორივე ამოცანის შედეგების საფუძველზე გამოიტანენ სავარაუდოდასკვნას.(რომ ორჯერ ღერძული სიმეტრია პარალელური წრფწწბის მიმართ, არის პარალელური გადატანა; და აგრეთვე კომპოზიცია ღერძული სიმეტრიისა ) ჯერ X და მერე Y ღერძის მიმართ; )ჯერ Y და მერე X ღერძის მიმართ-არის ერთი და იგივე.         / 5 წუთი /
C ფაზა გამთლიანება / რეფლექსია
აქტივობა VIII
შევახსენებ მიმდინარე გაკვეთილზე განხილულ თემას. მოსწავლეები უპასუხებენ ღია ტიპის კითხვებს ხელოვნებას და მათემატიკას შორის კავშირის შესახებ. დაასახელებენ თარიღებს პროექტორით ნაჩვენები არქიტექტურის ნიმუშების მიხედვით და იგივე დავალებას სქემატურად გამოსახავენ წინასწარ გამზადებულ ფურცლებზე. დაასახელებენ ბუნებაში და ყოფით ცხოვრებაში სიმეტრიის მაგალითებს. დაადგენენ გეომეტრიული გარდაქმნის სახეს ლექსში: „ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის
აი რა მზის სიზმარია აირევი ივერია“ /4 წუთი/
ვაჩვენებ ვიდეოს სიმეტრიის შესახებ   / 4 წუთი /
აქტივობა X
შეფასება            / 2 წუთი /

შეფასება
მოსწავლეთა შეფასებისათვის ვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას.
















 გაკვეთილის გეგმა
ფართობი
სწავლების საფეხურები/დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება.
საბაზო საფეხური
VIII კლასი
მათემატიკა
მასწავლებლის სახელი და გვარი
ნინო ჯავახიშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
30
გაკვეთილის მნიშვნელობა
გაკვეთილზე განიხილება სხვადასხვა ფიგურის ფართობები:რომბის,კვადრატის და მართხკუთხედის.
 ამ საკითხის პრაქტიკული მნიშვნელობა არის დიდი.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლემ უნდა იცოდეს თითოეული ფიგურის სიგრძე და სიგანე.რა არის ამ ფიგურებს შორის სხვაობა.
განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
ასეთი მოსწავლეები არ არიან.
გაკვეთილის სასწავლო მიზანი(საგნების მიხედვით)
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ ფიგურების ფართობების განხილვას,იგი შეძლებს სხვადასხვა ფიგურების ფართობების გაგებას.
ე.ს.გ.-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
VIII.8.ფართობების ცნების შინაარსის განხილვა და ფართობის შესახებ ცოდნის გამოყენება სხვა დისციპლინაში ან პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას.მრავალკუთხედის თვისებების გამოყენება არასტანდარტული ფიგურის ფართობის პოვნისას,როცა ამ ფიგურის დაფარვას ვახდენთ ერთეულის ფართობის მქონე კვადრატებით.
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
აქტივობა1:საშინაო დავალება.
დრო:3წთ.
მუშაობის ფორმა:ინდივიდუალური.
მიზანი:დავალების შემოწმება და გაურკვეველი ნომრების განხილვა.
აქტივობა2:კითხვა-პასუხი.
დრო:5წთ.
შეფასება:განმსაზღვრელი.
მუშაობის ფორმა:ინდივიდუალური.
მიზანი:შესწავლილი მასალის გამეორება და ცოდნის განმტკიცება.
აღწერა:მასწავლებელი მთელ კლასს უსვამს კითხვებსს:
1.რა არის მართხკუთხედი?
2.რა არის რომბი?
3.რა არის კვადრატი?
4.როგორი დამოკიდებულებაა გვერდებს შორის რომბში?
5.როგორი დამოკიდებულებაა გვერდებს შორის მართხკუთხედში?
6.როგორი დამოკიდებულებაა გვერდებს შორის კვადრატში?
აქტივობა3:ახალი მასალის ახსნა.
გამოვყოფთ ზოგადად რა არის ფართობი,ვიხსენებთ როგორი დამოკიდებულებაა სხვადასხვა ფიგურების სიგრძეებსა და სიგანეებს შორის.
დრო:10წთ.
შეფასება:განმავითარებელი.
მუშაობის ფორმა:ჯგუფური.
აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს აგებინებს სხვადასხვა ფორმის(მართხკუთხედის,რომბის და კვადრატის)სპორტულ მოედნებს.იყენებენ მათემატიკურ  პროგრამას  „geogebra”_ს და ბავშვები თვითონ თვლიან აგებული ფიგურების ფართობებს.
აქტივობა4:პრეზენტაცია.
დრო:9წთ.
შეფასება:განმსაზღვრელი.
მუშაობის ფორმა:ინდივიდუალური.
მიზანი:მოსწავლეებს უყალიბდებათ პრეზენტაციის უნარი.
აღწერა:ჯგუფებს ეძლევათ 3-3 წთ.ნამუშევრების წარმოსადგენად.
აქტივობა5:ახალი მასალის განმტკიცება.
დრო:14წთ.
შეფასება:განმსაზღვრელი.
მუშაობის ფორმა:კლასთან და ინდივიდუალური.
მიზანი:მიღებული ცოდნის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს სახელმძღვანელოში მოცემულ ტესტებს N7-19 შეურჩიონ სწორი პასუხები.
აქტივობა6:საშინაო დავალება.
დრო:1წთ.
შეფასება:შეფასება ხდება წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით(ჩართულობა,პრეზენტაცია)განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
დრო:3წთ.


საკლასო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი,ჯგუფში სამუშაო ფურცლები,ცარცი,დაფა,სახელმძღვანელო,PowerPoint
ინფორმაციის წყაროები
www.matematika.ge

















ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში



 გაკვეთილის  თემა                                                            სინუსების  თეორემა

პედაგოგი                                                               ნინო ჯავახიშვილი

სწავლების  საფეხური                                                       საშუალო

 ინტეგრირებული  საგნები                                             მათემატიკაისტი

მოსწავლეთა  პროფილი                                                   28


                  აქტივობის  მიზნები  და  მისაღწევი შედეგები:      
    
     სამკუთხის გვერდებსა და  კუთხეებს შორის არსებული ერთერთი თანაფარდობის აღმოჩენა, რაც  ტრიგონომეტრიული  ფუნქციების  გამოყენებით  ხდება
      სინუბების  თეორემის  სახით  წარმოდგენილი  ამ  კანონზომიერების  გამოყენება  ზოგიერთი  საყურადღებო  პრაქტიკული  ამოცანის  ამოსახსნელად. მაგალითადსაკმარისად  დაორებულ  ობიექტამდე  მანძილის  საპოვნელად  ან  მაღალი  ობიექტის  სიმაღლის 

         ეროვნული  სასწავლო  გეგმით  განსაზღვრული  მისაღწევი  შედეგი/                                                                           ინდიკატორები    
         
 შედეგი თვალსაჩინოა,თუ:


1.        მოსწავლე იყენებს მსჯელობადასაბუთების სხვადასხვა ხერხებს.

2.        მოსწავლე წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემებს.


3.       მოსწავლე ფლობს და იყენებს გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და დებულებათა ფორმულირების ხერხებს.

4.       მოსწავლე პოულობს ობიექტთა ზომებსა და ობიექტთა შორის მანძილებს.



                                               წინასწარი  ცოდნა:

      მოსწავლეებმა  იციან  ტრიგონომეტრიული თანაფარდობები  მართკუთხა  სამკუთხედში, სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით.
       მოსწავლეებს შეუძლიათ გამოთვლების წარმოება (მათ შორის ტრიგონომეტრიული ფუნქციების გამოთვლა) სათანადო კალკულატორის საშუალებით.


                                                 თანმიმდევრობა:

         გონებრივი იერიშის ფორმით ვაძლევ შემდეგი სახის შეკითხვებს წინა ცოდნიდან:
1.    რა არის სინუსი
2.    რამდენი გრადუსია sin300 ,sin450 , sin600 .
3.   რას ეწოდება ჩახაზული კუთხე
4.  რითი იზომება ჩაზაზული კუთხე (3–4წუთი)



         მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ მართკუთხა სამკუთხედის ელემენტებს შორის არსებულ თანაფარდობებს:


sinA=a/c, sinB=b/c, საიდანაც ვღებულობთ: (1)   a/sinA=b/sinB=c/sinC  (აქ sinC=1)   (5–6 წთ)



                                          მოსწავლეთა  მოტივაცია:  

       (1)  ფორმულის გამოყენებით ჩვენ შევძლებთწერტილიდან საკმაოდ დაშორებული (ან მიუდგომელ) B  წერტილამდე მანძილის პოვნასთუ  ცნობილიამანძილი, A ,C, (C=900 ).  მოსწავლეები  კიდევ  ერთხელ  წარმომიდგენენ  ამ მანძილის  ფორმულას. ხომ არ შეიძლება AB  მანძილის პოვნა იმ შემთხვევაშიც, როცა ცნობილია იგივე სიდიდეები,ოღონდ  C არ უდრის 900  –(7–8 წთ)


                                          მოსწავლეთა აქტივობები:

      მოსწაავლეები (ჩემი მონაწილეობით) განიხილავენ ორ შემთხვევას:
) C მახვილია,
) C ბლაგვია  (მესამე შემთხვევა: C=900   ზემოთ იყო განხილული). ორივე შემთხვევაში სათანადო გეომეტრიული წარმოდგენების მიხედვით მარტივად მიიღებენ:  a/sinA=b/sinB=c/sinC.
       ამის შემდეგ მივმართავ მოსწავლეებს, თავად ჩამოაყალიბონ (სიტყვიერად) მიღებული დებულება და აღწერონ მისი დამტკიცების სქემა.რომელიმე მოსწავლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის აქტიურ ოპონირებაში ჩავრთავ მთელ კლასსამის შემდეგ მოსწავლეები თავად ამოხსნიან ამოცანას AB მანძილის პოვნის შესხებ.   (9–10 წთ)

                                                ცოდნის გამყარება:

       ცოდნის გამყარების მიზნით მოსწავლეებს დავავალებ განიხილონ ამოცანა საკმაოდ მაღალი ობიექტის სიმაღლის გაზომვის შესახებ. მისი არსი ასეთია: ვეძებთ X–, თუ ცნობილია მონაკვეთი C,   კუთხეები a B.


 ამ ამოცანის გადაწყვეტისას  უპირატესობას ჯგუფურ მუშაობას მივანიჭებდი. (10–12 წთ).


        აქტივობის შემდგომ გაფართოებას დავუკავშირებდი .."სინუსების გაფართოებული თეორემის" განხილვას

                        a/sinA=b/sinB=c/sinC=2R

სადაც  R არის მოცემულ სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი. შევეცდები, რომ მასწავლებლის პრეზენტაციის ეს ნიმუში არ წარმოადგენს მონოლოგს    მასში აქტიურად ჩავრთავდი მოსწავლეებსაც,რათა ჩემი პრეზენტაციისას, რომელიმე მოსწავლე ან მოსწავლეთა ჯგუფი არ დარჩეს პასიური, ან გარიყული(10–12 წუთი)



   საშინაო დავალების მიცება (2–3 წუთი)პრეზენტაცია


                                                      შეფასება:


  შეფასებისათვის ვიყენებთ შემდეგ რუბრიკებს:


1.       მათემატიკური ობიექტების წარმოდგენა და ენის ფლობა.

2.       მათემატიკური ცნებებისა და დებულებების გამოყენება.

3.       კავშირებისა და მიმართებების დადგენა'

4.       დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

5.       გამოთვლების ჩატარება.


                        შეფასებისათვის ვიყენებთ ცხრილს. (1–2 წუთი)


საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო  რესურსი            


                               ტექნიკა და ინსტრუმენტები:


კომპიუტერი და პროექტორო, კალკულატორი, დაფა, ცარცი.


                               ძირითადი სახელმძღვანელო:


1  მათემატიკა XI  კლასი. ავტორები: .გოგიშვილი, .ვეფხვაძე, .მებონია, .ქურჩიშვილი2.    გავიმეოროთ მათემატიკააბიტურიენტებისა და პედაგოგებისათვის, ავტორები: .გოგიშვილი, .ვეფხვაძე, .მებონია, .ქურჩიშვილი.














Комментариев нет:

Отправить комментарий